თინა ხიდაშელი ,,პატრიოტთა ალიანსის” მოთხოვნას გამოეხმაურა
სასამართლო მიმდინარეობს და შეგვიძლია დაველოდოთ, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების შიმშილობის აქციის ერთ-ერთ მოთხოვნას.
სასამართლო მიმდინარეობს და შეგვიძლია, დაველოდოთ სასამართლოს“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა შიმშილობის აქცია გვიან ღამით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაიწყეს.
“არა გაყალბებულ არჩევნებს”, – ამ სლოგანით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებმა მსვლელობა გუშინ გამართეს.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ საგარეჯოში შუალედური არჩევნების შედეგები გააყალბეს.