ლევან მურუსიძე: თამაზ ურთმელიძე იუსტიციის საბჭოს არ დაუბარებია

იუსტიციის საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძე არა იუსტიციის საბჭოს, არამედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ინიციატივით მიიწვიეს.
ინფორმაცია ურთმელიძის საბჭოზე დაბარებასთან დაკავშირებით მურუსიძემ მედიისგან შეიტყო.
“ურთმელიძე საბჭოს არ დაუბარებია. წარმოდგენაც არ მაქვს, რა კითხვები შეიძლება დაუსვას მოსამართლეს. ურთმელიძის დაბარება გვენეტაძის ინიციატივა იყო. ანგარიშს ვერ მოვთხოვთ მოსამართლეს. საბჭოს მის დაბარებაში მონაწილეობა არ მიუღია”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები