ჩამორთმეული ქონება კიდევ სამ კერძო პირს დაუბრუნდება
ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება. საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, დღეს 12 ავტომანქანა 3 კერძო პირს დაუბრუნდება. მისივე განმარტებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ დაიბრუნოს სახელმწიფოსგან უსამართლოდ მიტაცებული ქონება. „დღეს 12 ავტომანქანა დაუბრუნდება 3 კერძო პირს, რომლებსაც 2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით გადააცემინა ეს მანქანები. ამ მეტად რთულ საქმეს ეტაპობრივად ვაგვარებთ“,–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.