რატომ იყვნენ დათო კიკალიშვილი და ლევან ყარამანიშვილი გვარამიას დირექტორად დანიშვნის წინააღმდეგნი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის საკონტროლო პაკეტის ორი მფლობელიდან, ერთ-ერთი ლევან ყარამანიშვილი ტელევიზიის გენერალურ დირექტორად ნიკა გვარამიას დანიშვნის წინააღმდეგი იყო.
როგორც გადაცემაში „პ.ს“ -ში ლევან ყარამანიშვილმა აღნიშნა, წინააღმდეგობის მიზეზი სწორედ ნიკა გვარამიას ყოფილი ხელისუფლების გუნდის წევრობა იყო.
„მე მქონდა გარკვეული ეჭვები ნიკა გვარამიას კანდიდატურასთან დაკავშირებით, ზუსტად იმ კუთხით, რომ მისი სახე ძალიან ასოცირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამის შესახებ ვეკითხებოდი ძმას და ვურჩევდი, რომ აერჩია სხვა კანდიდატი, ზუსტად იმის გათვალისწინებით, რომ ხომ არ იფიქრებს ხალხი, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნული დირექტორია, თუმცა, ჩემ ძმამ დამარწმუნა და მოხარული ვარ რომ დამარწმუნა, რომ ნიკა იქნებოდა კარგი მენეჯერი”, – აცხადებს ლევან ყარამანიშვილი.
გარდა ამისა, თავის დროზე ნიკა გვარამიას ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის წინააღმდეგი იყო ტელეწამყვანი დავით კიკალიშვილიც, – ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის საკონტროლო პაკეტის მეორე თანამფლობელმა გია ყარამანაშვილმა გაასაჯაროვა.
ამასთან, გია ყარამანიშვილის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას ამ თანამდებობაზე დანიშვნას, თავად ტელეკომპანიის მაშინდელი თანამშრომლებიც ეწინააღმდეგობედნენ. „ჩემი ძმის გარდა, იგივე არგუმენტები ჰქონდა კოლექტივის დიდ ნაწილს, მათ შორის, გადაცემა „პ.ს“-ის წამყვანს დავით კიკალიშვილს, რომელთანაც მაშინ ამ თემაზე დისკუსია მქონდა. მაშინ მე ვამბობდი და შემდეგ, დრომ დაადასტურა, რომ ხელისუფლება აუცილებლად მიიტანდა შეტევას „რუსთავი 2“ ზე, ამაში ვიყავი დარწმუნებული და მინდოდა, რომ არხის ხელმძღვანელი ყოფილიყო, პოლიტიკური გამოცდილების და წონის პიროვნება, ამავე დროს მაღალი დონის პროფესიონალი იურისტი. დღესაც მე არ ვიცნობ ადამიანს, ასეთ დონეზე შეესრულებინა თავისი მოვალეობა როგორც ნიკა ასრულებს“, – ამბობს გია ყარამანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ძმები გია და ლევან ყარამანიშვილები საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტუდენტური მეგობრები არიან. სიუჟეტში ძმები საუბრობენ, თუ რისთვის სჭირდებოდა მიხეილ სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“. „ რისთვის უნდა სჭირდებოდეს მიხეილ სააკაშვილს „რუსთავი 2“, რა თქმა უნდა პოლიტიკური მიზნებისთვის. მას შემდეგ რაც, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში გადავიდა ოპოზიციაში და სჭირდებოდა სწორედ ასეთი რეიტინგული ტელევიზია, ჩვენ, მე და ჩემმა ძმამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2 „ გაგვეყიდა. დავარწმუნე ჩემი ძმა, რომ ჩვენთვის „რუსთავი 2“ ბრენდის გაყიდვა იყო მომგებიანი, რათა შეგვექმნა ახალი ტელევიზია. სრულიად სხვა ტიპის. ეს იქნებოდა თანამედროვე ტექნოლოგიებზე აწყობილი სხვა სტილის ტელევიზია. ამის შესახებ იცოდა არხის ხელმძღვანელობაც“, – აღნიშნა გია ყარამანიშვილმა.
ამჟამად, რუსთავი 2-ში გია და ლევან ყარამანიშვილების წილების გარდა დაყადაღებულია მათი კუთვნილი ტელეკომპანია „საქართველოც“, ამ ტელევიზიას ყადაღა სასამართლომ მას შემდეგ დაადო, რაც ცნობილი გახდა, რომ მფლობელები მის გასხვისებას აპირებდნენ. „რუსთავი 2“-ის მფლობელების დარწმუნებულები არიან, რომ ურთმელიძის გადაწყვეტილების მიუხედავად მათ ტელევიზიას ვერ წაართემევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები