ეშტონ კარტერი რუსეთს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშულებს

ამერიკის თავდაცვის მდივანი, ეშტონ კარტერი რუსეთს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაში და ბალტიის ქვეყნების დაშინებაში ადანაშაულებს.
“რუსეთი არღვევს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს და აქტიურად ცდილობს ბალტიისპირეთის ქვეყნების დაშინებას“, – აცხადებს კარტერი.
როგორც კარტერმა კალიფორნიის შტატში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ დაიცავს საკუთარ ინტერესებს, თავისი მოკავშირეების ინტერესებს და პრინციპულ საერთაშორისო წესრიგს.
“ჩვენ არ ვისწრაფვით “ცივი ომისკენ”, მითუმეტეს ცხელი ომისკენ რუსეთთან. არ გვსურს, რომ რუსეთი ჩვენი მტერი იყოს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ შეცდომები: აშშ დაიცავს საკუთარ ინტერესებს, თავისი მოკავშირეების ინტერესებს, პრინციპულ საერთაშორისო წესრიგს”, – განაცხადა კარტერმა.
მისივე შეფასებით, რუსეთის მონაწილეობა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოპერაციაში, სირიაში არსებულ კონლიქტს “ცეცხლზე ნავთს ასხამს”.
“რუსეთის მონაწილეობა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოპერაციაში, სირიაში არსებულ კონფლიქტს ცეცხლზე ნავთს ასხამს, ახანგრძილვებს სამოქალაქო ომს და აღვივებს ექსტრემიზმს. პარალელურად კი ამტკიცებს, რომ თითქოს ექსტრემიზმის წინააღმდეგია“, – აცხადებს კარტერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები