ირმა ინაშვილი თანაგუნდელებთან ერთად შიმშილობის დაწყებას აპირებს
“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი თანაგუნდელებთან ერთად შიმშილობის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ თავად ინაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვითხოვთ ქვეყანაში სამართლიან არჩევნებს. ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა – არა ჯარის გამოყენებას არჩევნებში; არა ამომრჩევლის დატერორებას; არა ზედმეტ ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში! ჩვენ გამოვდივართ არა ირმა ინაშვილის, არამედ ჩვენი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად”, – განაცხადა ინაშვილმა.
“არა გაყალბებულ არჩევნებს”, – ამ სლოგანით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ “პატრიოტთა ალიანსის” მსვლელობა იმართება.
“პატრიოტთა ალიანსის” წევრები შიმშილობის დაწყებას მთავრობის ადმინისტრაციასთან აპირებენ.