საქართველოს ხვალ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ხვალ ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალიურანდი ეწვევა.
ოფიციალური ინფორმაციით, ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან და გაეროსთან თანამშრომლობით ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში – “გენდერული თანასწორობისკენ-გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში”. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მარინა კალიურანდი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
მარინა კალიურანდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას, თემაზე: “საგარეო პოლიტიკის გამოწვევები 2015-2016”. მისი ვიზიტი საქართველოში 10 ნოემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები