“განცხადებების კასკადი ჩვენი პარტიორების მხრიდან უნდა იყოს საყურადღებო და მნიშვნელოვანი”

“განცხადებების კასკადი ჩვენი პარტიორების მხრიდან უნდა იყოს საყურადღებო და მნიშვნელოვანი,” – აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.
როგორც ფხალაძე მიიჩნევს, პრეზიდენტის განცხადება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის ინტერესები არ შეილახოს.
ფხალაძე ფიქრობს, რომ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს პარტნიორთა მითითებები.
“ნებისმიერი განცხადება, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან კეთდება უნდა იყოს უაღრესად საყურადღებო და მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით მაშინ, როცა განცხადებების კასკადი კეთდება არა მხოლოდ ერთი სახელმწიფოდან. ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი ამ განცხადებებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უნდა გავაძლიეროთ სახელმწიფო და არ დავაზარალოთ საქართველო”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები