ღვინის მე-13 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა: „EnoExpo 2015” გაიმართა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 4-6 ნოემბერს ღვინის მე-13 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „EnoExpo 2015” გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობდა ქართული ღვინის მწარმოებელი 11 კომპანია: „თელავის ღვინის მარანი“, „თელიანი ველი“, „ვაზიანი“, „მეღვინეობა ხარება“, „ასკანელი ძმები“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „კახური“, „ბესინი“, „ტყუპების საღვინე მარანი“, „შატო თელავი“ და „ტიბანელი“.
სააგენტოს ინფორმაციით, მსგავს ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე. კონკრეტულად აღნიშნულ გამოფენაზე, ღვინის კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ, გაემართათ საქმიანი მოლაპარაკებები ადგილობრივ იმპორტიორებთან და მიეღწიათ  სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებისთვის. გამოფენის ფარგლებში გამართულ კონკურსზე კომპანია „ამირან ვეფხვაძის“ ღვინომ „კრახუნა 2013“ ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია. აღნიშნული ქვეყანა სტაბილურად შედის ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. 2015 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ესპორტირებულია 1,26 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები