გიორგი ქადაგიძე “რუსთავი 2”-ს მხარდაჭერას უცხადებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მან “მაესტროს” ეთერში განაცხადა.
“რაც შეეხება ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი სრული მხარდაჭერა დავაფიქსირო ამ ტელეკომპანიის მიმართ და ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიმართ. ასევე მინდა ვთქვა, რომ საერთოდ ჯობია გქონდეს მსოფლიოში ყველაზე ცუდი კანონები და არსებობდეს კანონის უზენაესობა, ვიდრე გქონდეს საუკეთესო კანონები და შესაბამისად, კანონის უზენაესობა რაიმე ფორმით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები