„რუსთავი 2“ დღეს ერთი პარტიის რუპორია, მინდა ის პოლიტიკური ძალისგან თავისუფალი ვიხილო“

„მინდა „რუსთავი 2“ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან თავისუფალი ვიხილო. იმიტომ რომ ამ არხზე პროფესიონალები არიან, მათ ეს მრავალჯერ დაამტკიცეს. ისინი უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური ზეწოლისგან, მათ შეუძლიათ ქვეყნის სასიკეთოდ ძალიან ბევრი რამ გააკეთონ“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ომარ ნიშნიანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
დეპუტატის განცხადებით, „რუსთავი 2“ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშაა.
„რუსთავი 2“ დღეს ერთი პარტიის რუპორია. ის უნდა გათავისუფლდეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან, პირველ რიგში კი „ნაციონალური მოძრაობისაგან“ . მე ვემხრობი, რომ „რუსთავი 2“ თავისუფალი, დასავლური ღირებულებების მატარებელი მედიასაშუალება იყოს“, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, სასამართლო თავისუფალია და ხელისუფლება მასთან დისტანციაში იმყოფება. ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესში ჩარევის ნაცვლად, მხარეებმა მას უნდა ადროვონ, თუმცა დეპუტატს სააპელაციო სასამართლოს მიუკერძოებლობის იმედი არ აქვს. უმრავლესობის წარმოამდგენელი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოზე „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ზეგავლენა აქვს“.
„რუსთავი 2“ და მისი მომხრეები ცდილობენ. საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანანონ სარჩელი და ამ გზით წავიდნენ, მეორე მხარე კი საერთო სასამართლოების კუთხით მიდის. ჩვენ ვერ დავიწყებთ სასამართლოს რევიზიას, ვცდილობთ. მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია. თუ სამართლებრივი სახელმწიფო გვინდა. სასამართლოს უნდა ვადროვოთ. ჯერ პროცესი არ ამოწურულა, არის სააპელაციო სასამართლოც, უზენაესიც. თუმცა სააპელაციოში ისე ნაჩქარევად დაინიშნა ის 7 ახალი მოსამართლე. რომ დიდი ეჭვი მაქვს. რომ სააპელაციო სასამართლოზე „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ზეგავლენა აქვს“. – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები