„გვარამიას მიერ დადგმული სპექტაკლი 7 ნოემბრის დოკუმენტური კინოს შესახებ, არ იქნება“

 ტელეკომპანია „რუსთავის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის და ახალი მმართველის დავით დვალის განცხადებით, იგი ტელეკომპანიაში პოლიციას არ გამოიძახებს.
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას თქმით კი, ტელეკომპანიაში შესვლის პროცესს იძულების ფორმა არ ექნება.
“მათ კეთილი უნდა ინებონ და ითანამშრომლონ, იმ მიზნით, რომ კომპანიამ განაგრძოს საქმიანობა. ისინი არიან დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულები და არა გათავისუფლებულები. მათ აქვთ ვალდებულება, ითანამშრომლონ ახალ მმართველებთან, რომ მოხდეს აჟიოტაჟის გარეშე მიმდინარე საქმიანობის გადაბარება. ჩვენ ველით, რომ ეს ადამიანები ასე მოიქცევიან და კანონს დაემორჩილებიან”, – განაცხადა პაატა სალიამ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელის, ჯარჯი აქიმიძის თქმით, ტელეკომპანიაში შესვლის პროცესში “სპექტაკლი” არ დაიდგმება, როგორც ნიკა გვარამია იქცეოდა. “დღეს არის 6 ნოემბერი, ისეთი რამ, რაც იყო გვარამიას მიერ დადგმული სპექტაკლი 7 ნოემბრის დოკუმენტური კინოს შესახებ, არ იქნება. არავინ არ შერბის და არავინ აკეთებს იმას, რაც მათ გააკეთეს, შემდეგ კი გაახმოვანეს, დაარქვეს სახელმწიფო გადატრიალება და თურმე დღეს არის დემოკრატიის და თავისუფალი სიტყვის დამცველი, როდესაც „დუბინკებით“ დასდევდნენ კოლეგებს”,- განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები