ქიბარ ხალვაში: რასაც ეროსი ლაპარაკობდა, ყოველთვის არ იყო სიმართლე

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი  რამეს ლაპარაკობდა, ყოველთვის  სიმართლე არ იყო. მისი თქმით, კიწმარიშვილის ახლობლებს მისთვის არ მიუმართავთ. “ეროსის ახლობლებს, რამდენადაც ვიცი, ჩვენთვის არ მოუმართავთ. თუმცა ძალიან განსხვავებული იყო ეროსის, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის პოზიციები. ტელევიზიის გასხვისებისას ერთს ათჯერ მეტი თანხა გადაუხადეს, ვიდრე ორ დანარჩენს”, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
როგორც ბიზნესმენმა სასტუმრო „რედისონში“ ბრიფინგზე განაცხადა, მას არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია ეროსი კიწმარიშვილთან. “როდესაც ეროსი  რამეს ლაპარაკობდა, ყოველთვის ეს არ იყო სიმართლე. როგორც სიტუაციას დასჭირდებოდა, ისე მოარგებდა ხოლმე”, – განაცხადა ხალვაშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები