გიორგი ლაფერაშვილი “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებს აკრიტიკებს – ისევ სათქვენოდ ვამბობ, თორემ იმას კი არაფერი – აღარაა ცოცხალი

“ეროსი კიწმარიშვილი ერთხელ მაინც გეხსენებინათ – ისევ სათქვენოდ ვამბობ, თორემ იმას კი არაფერი – აღარაა ცოცხალი”, – ამ შინაარსის პოსტი “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა ტელეკომპანიის ამჟამინდელი მმართველებისა და დამფუძნებლების მისამართით გამოაქვეყნა, რომლებიც სასტუმრო “რედისონში” ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას მართავდნენ.
ლაფერაშვილი წერს, რომ ეროსი კიწმარიშვილს მათგან ერთხელ ხსენება მაინც ეკუთვნის.
“მე არ ვარ ”ძირძველი” „რუსთავი ორელი“. 2006 წლიდან ვმუშაობ აქ. მე ის „რუსთავი ორელი“ ვარ, ვისაც ის კაცი აკრიტიკებდა – თან მწარედ და ვისთანაც, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, „ნიუს რუმში“ იდგა და სამომავლო გეგმებზე გულღიად საუბრობდა.
ჩემგან არა – თქვენგან მაინც ეკუთვნის ამ კაცს – თუნდაც ერთხელ ხსენება. 20 წუთია ლაპარაკობთ უკვე. გამომრჩა”, – წერს ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები