საქართველოსა და ნამიბიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა

საქართველოსა და ნამიბიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ, ხოლო ნამიბიის რესპუბლიკის მხრიდან – გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ნამიბიის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიფრედ ემვულამ. ხელმოწერის ცერემონიალი ქნიუ-იორკში გაიმართა.
ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეყრდნობიან რა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიზნებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით. დადგენილი წესის თანახმად, მხარეები ერთობლივი წერილით აცნობებენ გაეროს გენერალურ მდივანს ინფორმაციას ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები