ქიბარ ხალვაში ბოდიშს იხდის
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტების მისამართით სიტყვა “ზონდერის” გამოყენების გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ უბრალოდ სიტყვა არასწორად შეარჩია.
ამის შესახებ ხალვაშმა სასტუმრო “რედისონში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
“თუ ვინმემ თავისი თავი “ზონდერ-ჟურნალისტად” ჩათვალა ეს მისი პრობლემაა. მე სიტყვა არასწორად შევარჩიე, არაობიექტური უნდა მეთქვა, რისთვისაც საზოგადოების წინაშე ბოდიშს ვიხდი”, – განაცხადა ხალვაშმა.
რაც შეეხება ტელევიზიაში დასაქმებულ კადრებს, ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ პირობას ვერავის მისცემს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრები და სპეცრაზმელები პოსტებს შეინარჩუნებენ, თუმცა აცხადებს, რომ ჟურნალისტებს არავინ შეეხება.