“რუსთავი 2” -ის ჟურნალისტის კითხვა ხალვაშს – „ზონდერი ჟურნალისტების სია აღარ გაქვთ?“ (ვიდეო)
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა “რედისონში” მიმდინარე პრესკონფერენციაზე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს კითხვით მიმართა, აქვს თუ არა მას „ზონდერი ჟურნალისტების“ სია. როგორც ხალვაშმა კითხვაზე პასუხად განაცხადა, მისი განმარტება არასწორად იქნა გაგებული.
„თქვენ თუ ობიექტურობის მომხრე ხართ, იმუშავეთ, არავის გაუთავისუფლებიხართ, იშრომეთ თავისუფლად და იყავით ბედნიერი”, – მიმართა ხალვაშმა ჟურნალისტს.