“თბილისი რუმსში” საერთაშორისო კონფერენცია – „წყალი, სანიტარია, ენერგია და გენდერული თანასწორობის განვითარება” გაიმართა

სასტუმრო “თბილისი რუმსში” საერთაშორისო კონფერენცია – „წყალი, სანიტარია, ენერგია და გენდერული თანასწორობის განვითარება” გაიმართა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები-საქართველოს” და „ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციის მიზანია ეროვნული დონის კონსულტაციების ინიცირება წყლის, სანიტარიის მნიშვნელობაზე გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის.
მინისტრ გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, მათ შორის წყლის რესურსები, სანიტარია და გენდერული თანასწორობა წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს კომპონენტს.
თანამედროვე მსოფლიო აღიარებს ქალის მნიშვნელოვან როლს წყლის მართვისა და სანიტარიის საკითხებში. წყალზე ხელმისაწვდომობის საკითხებში ქალისა და მამაკაცის თანაბრად ჩართულობის მნიშვნელობა აღიარებული იქნა გლობალურ დონეზე ჯერ კიდევ 1977 წლის გაეროს წყლის კონფერენციაზე, რომელიც ხაზგასმით აღიარებს ქალის ცენტრალურ როლს წყლის რესურსების მართვისა და დაცვის საკითხებში.
კონფერენციას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები