ტელეკომპანია “იმედი” “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს

ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახური ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს და იმედს გამოთქვამს, რომ დაცული იქნება მათი უსაფრთხოება, ისევე უფლება, თავისუფლად განახორციელონ პროფესიული მოვალეობა.
“იმედის” განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჟურნალისტმა სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა და მიმდინარე პროცესებმა არ დააზარალოს მათი საქმიანობა.
“ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახური ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს და იმედს გამოთქვამს, რომ დაცული იქნება მათი უსაფრთხოება, ისევე უფლება, თავისუფლად განახორციელონ პროფესიული მოვალეობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეულმა ჟურნალისტმა სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა და მიმდინარე პროცესებმა არ დააზარალოს მათი საქმიანობა”, – ნათქვამია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი უფლებამოსილება შეუჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები