ვაშაძე – ვუერთდები ათასობით თანამოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად!
“ჩვენმა დამოუკიდებლობის 24 წელმა ცხადად გვასწავლა: სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!”, – ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი “რუსთავი-2”-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
“დღეს ჩვენ ვდგავართ არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ის გვერდით, არამედ თავისუფალი მედიისა და მეტიც – ქვეყანაში კონსტიტუციური წყობის დასაცავად!
საფრთხე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დადგა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებით, ცდება ერთი კომპანიის და მით უფრო პარტიული კუთვნილების საზღვრებს და ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციურ წყობილების ყოფნა-არყოფნას ეხება!
მე დღეს ვარ არა რომელიმე პარტიის წევრი, არამედ უბრალო მოქალაქე და ვუერთდები ათასობით თანამოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად!”, – წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.