ზვიად ტომარაძე – ვითომ “თავისუფალ სიტყვას” რომ იცავენ და “სიბრძნეებს აფრქვევენ”…
„დემოგრაფიული განვითარების ფონდის” დირექტორი ზვიად ტომარაძე “რუსთავი 2”-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:
“რუსთავი2”-ს შენობასთან მდგომი იმ ადამიანების მესმის, ვისაც სამსახურის დაკარგვა ემუქრება, იმათიც ვინც იძულებულია იქ იდგეს იმიტომ, რომ სულით ნაც-გარეწარია, მაგრამ, აი, ვითომ “თავისუფალ სიტყვას” რომ იცავენ და “სიბრძნეებს აფრქვევენ”, სწორედ ასეთი კატეგორიის ადამიანების ბრალია სააკაშვილის 9 წლიანი დამაქცევარი მოღვაწეობა! არცერთი ნაბიჯი უკან! ხელისუფლებამ ნებისმიერი მეთოდით უნდა უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება!!!”.