ინგა გრიგოლია – მართლა ვეღარ ვხდები, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები…
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქის პირად გვერდზე “რუსთავი 2”-ში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
“შინაარსი და გეგმა გასაგებია….აი, სასამართლოს ამღამინდელი გადაწყვეტილების აღსრულება კი სრულიად გაუგებარი… როგორ მოხდება აღსრულება…ძალით? მართლა არ ვსვამ რიტორიკულ შეკითხვას… მართლა ვეღარ ვხდები, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები…”, – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2″-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო.