ოთარ ჩრდილელი გვარამიას განცხადებას აფასებს – საოცარი წინადადებაა! ბრიყვულად საოცარი…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა ნიკა გვარამიას  პოზიციას, რომ ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს, “ბრიყვული” უწოდა.  დეპუტატი სოციალურ ქსელში “რუსთავი 2”-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ასე გამოეხმაურა:

“ნიკა გვარამია: ,,სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს-მოქმედი ხელისუფლება.,,
P.S. როგორ მინდა ღამეს, უძილობას და სტრესს დავაბრალო, მისი ეს სიტყვები და არა მყარ, უალტერნატივო სისულელეს…
საოცარი წინადადებაა! ბრიყვულად საოცარი…”

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2″-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები