ჯონდი ბაღათურია – დარჩა სააკაშვილი “რუსთავი 2”-ის გარეშე
დღეს სააკაშვილმა და მისმა ბანდამ დაკარგა თავისი ყველაზე ”ბასრი” და ეფექტური იარაღი… იარაღი, რომლითაც სააკაშვილი, პირველ რიგში, ერის და სახელმწიფოს წინააღმდეგ დაუნდობლად იბრძოდა”, – ასე აფასებს ჯონდი ბაღათურია “რუსთავი 2”-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. „ქართული დასის“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს:
“სააკაშვილმა დაკარგა იარაღი, რაზეც იდგა მისი ჭკუიდან შეშლილი, უსამართლო და უნამუსო ძალაუფლება… ”სიცრუის ფაბრიკა”, რომელიც მალავდა და ”ათეთრებდა” ყველა დანაშაულს, სიბინძურეს და უკიდურეს გარყვნილებას …”, – წერს ჯონდი ბაღათურია ფეისბუქის გვერდზე.