ნადირაშვილი – მოვიდეს პრეზიდენტი და დადგეს თავისი ქვეყნის დასაცავად “რუსთავი 2”-ს ეზოში

მოვიდეს პრეზიდენტი და დადგეს თავისი ქვეყნის დასაცავად “რუსთავი 2”-ს ეზოში, –  გიორგი მარგველაშვილის მისამართით ეს მიმართვა  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირმა ნადირაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

ამ წუთებში ნადირაშვილი ტელეკომპანიის ტერიტორიაზე, “რუსთავი2”-ს მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან და ლიდერებთან ერთად აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, მხარდამჭერები და რიგითი  მოქალაქეები იმყოფებიან. ადგილზე  რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი უფლებამოსილება შეუჩერდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები