სალომე ზურაბიშვილმა ქიბარ ხალვაშს მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მიულოცა

„საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით,  მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილ  გადაწყვეტილებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს. აღნიშნული შინაარსის პოსტი ზურაბიშვილმა ფეისბუკის  გვერდზე გამოაქვეყნა.

„გილოცავთ… დასაწყისია მხოლოდ  დიდი და პასუხისმგებელი საქმისა! წარმატებები მისურვებია ამ გზაზე“,-წერს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის პოსტს ქიბარ ხალვაში გამოეხმაურა და პარტიის ლიდერს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა ქალბატონო სალომე. კარგად ვიცი, თუ რა პასუხისმგებლობა ავიღე. შევეცდები, რომ ამ სამოქალაქო ვალს თავი წარმატებით გავართვა. აუცილებლად გავითვალისწინებ ჩემს ძველ შეცდომებს და მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს გამოცდილებას. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა“,-წერს ქიბარ ხალვაში ზურაბიშვილის მისამართით.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2″-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები