ვისგან და რა მილოცვებს იღებს ქიბარ ხალვაში ფეისბუქის პირად გვერდზე

 სოციალური ქსელის მომხმარებლები ქიბარ ხალვაშს ფეისბუქის გვერდზე გამარჯვებას ულოცავენ.  ეს მას შემდეგ, რაც ურთმელიძემ “რუსთავი-2”-ს  მოქმედ მენეჯმენტს უფლებამოსილება შეუჩერა და ცნობილი გახდა, რომ  ტელეკომპანია ”რუსთავი 2″-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.
ხალვაშმა ფეისბუქზე ამ შინაარსის მოლოცვები მიიღო:

ნიკოლოზ გელაშვილი:

“გილოცავთ სამართლიანობის აღდგენას! ღმერთმა ხელი მოგიმართოს, პატივცემულო, შენი მიზნების აღსრულების გზაზე. ძალიან გახარებული ვარ, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, იმით, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დაე, ასე სამართლიანი მიდგომით გაგრძელებულიყოს სასამართლო სხდომების შედეგები უკანონოდ, სააკაშვილის ნაძირალა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ქონებების, წილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. წარმატებები !”

თეა თაბაგარი:

“გილოცავთ, გამარჯვების ბოლომდე მიყვანას გისურვებთ და შემდეგ “რუსთავი 2″-ის კვლავ შეყვარებას ხალხისთვის!”

დავით ფაცაცია: 

“მეგობრებო,  გილოცავთ ყველას სიტყვის თავისუფლების გამარჯვებას და სამართლიანობის აღდგენის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას, წართმეული ქონება “რუსთავი 2″ და მისი მართვა დაუბრუნდა კანონიერ მეპატრონეს!!!
ქინძი და საკონსტიტუციო ქინძები დარჩა მოქინძული”.

თამაზ ჩიხლაძე:

“ვულოცავთ ბატონ ქიბარ ხალვაშს სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ დავის გადაწყვეტას, საზოგადოების თვალში ამ აქტით კიდევ ერთი უსამართლობა იქნა დაძლეული და სამართალმა პური ჭამა!!!
ვულოცავთ მთელს საქართველოს, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა მეგობრებო!”

ხათუნა დიასამიძე:

“გილოცავთ ბატონო ქიბარ, თქვენ ნამდვილად იმსახურებთ იმას რომ სამართალმა პური ჭამოს და ყველაფერი ისე აეწყოს როგორც თქვენ მიგაჩნიათ სამართლიანად! წარმატებები ყველგან და ყველაფერში!”

თემო ხასია:

“გილოცავთ!  ეს კონკრეტული შემთხვევა, ნათლად ცხადყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის, შეუქცევად პროცესს!”

ბესო კაპანაძე:

“ნებით და კოაბიტაციით არავინ არაფერს დათმობს – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!-გილოცავთ!”.

ნიკო ნადირაშვილი: 

“ბატონ ქიბარს,  სულით და გულით ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას!!!”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები