რომან გოცირიძე: მე დავდგები იქ, სადაც მჯერა, რომ სიმართლეა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. გოცირიძის განცხადებით, მოსამართლე ურთმელიძემ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ფორმალური თუ არაფორმალური მმართველობის ლუსტრაცია მოახდინა.
„ის, რაც ახლა ვაიმოსამართლე ურთმელიძემ ჩაიდინა, სრული ლუსტრაციაა ფორმალური თუ არაფორმალური მმართველობის. არ არსებობს ხელისუფლების არცერთი შტო პარლამენტის ჩათვლით და არც ერთი ღირსების მქონე პოლიტიკოსი უმრავლესობაში, რომელიც გაბედავს და შეეწინააღმდეგება ამ პროცესს. რა გამოსავალი დარჩა მაშინ, როცა ყველა კანონიერი გზა მოჭრილია: მხოლოდ საკუთარი ძალით დაცვა, მხოლოდ ხალხის ძალით დაცვა, მხოლოდ სიმართლის ძალით დაცვა. მე დავდგები იქ, სადაც მჯერა, რომ სიმართლეა. ვინც სირაქლემას პოზაში დგომას ამჯობინებთ, ამოგაყოფინებთ ცხოვრება მაგ მიწაში ჩარგულ თავებს, მაგრამ გვიან იქნება-კარგს ვერაფერს დაინახავთ!“- წერს რომან გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები