გამზარდია “რუსთავი-2”-ზე: ეს არის სხვისი ქონების უკანონოდ და ძალადობრივად დაპატრონება

“ის, რასაც ახლა აკეთებენ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები და იქ მიყვანილი პოლიტიკოსები, არის სხვისი ქონების უკანონოდ და ძალადობრივად დაპატრონება, – ასე აფასებს არჩილ გამზარდია “რუსთავი-2”-ში მიმდინარე პროცესებს.

“გადაწყვეტილება სასამართლომ გამოიტანა ხალვაშის სასარგებლოდ. ანუ სხვისი ქონების მიტაცებას ცდილობენ ახლა “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და აქტივისტები.

მგონი, რომ ეს პროცესი შესაბამისად უნდა შეფასდეს.

რა უფლება აქვს ამ ხალხს სხვის ქონებაზე? რას იმუქრებიან, რომ კანონიერ მფლობელს არ შეუშვებენ? ამას ჰქვია უკანონო ძალადობა, შეიძლება ითქვას, ყაჩაღობაც კი”, – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები