მჟავანაძე – ურთმელიძემ სამართლიანობა აღადგინა
“ახლა ვღებულობ უდიდეს სიამოვნებას ამათ წკავწკავს რომ ვისმენ!”, – ნიკოლოზ მჟავანაძე “რუსთავი 2”- ში მიმდინარე პროცესებს ამ სიტყვებით გამოეხმაურა. უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს:
“2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილმა იმედი დაარბია და ჟურნალისტებს სცემა. 2015 წელს ურთმელიძემ სამართლიანობა აღადგინა “რუსთავი2″-ში. 2015 წლის 7 ნოემბერი ნაცებისთვის და ზონდერ ჟურნალისტებისთვის გლოვის დღეა”.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2″-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო.