ელენე ხოშტარია: მივედი “რუსთავი 2”- თან და ფეხს არ მოვიცვლი აქედან

ელენე ხოშტარია “რუსთავი 2”-ს  მოქმედი მენეჯმენტის შეჩერების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “უკანონოდ ვერავინ შემოადგავს “რუსთავი2”- ში ფეხს. როგორც მინიმუმ, ჩემზე გადავლა მოგიწევთ. მე უკვე მივედი “რუსთავი 2″- თან და ფეხს არ მოვიცვლი აქედან”, – წერს ექსპერტი ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2″-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები