ნიკა გვარამია: ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ “იმედი”

ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ “იმედი”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქის გვერზე წერს.  როგორც გვარამია აღნიშნავს, მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა.
გილოცავთ მეგობრებო! საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა. ამ წუთში ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველად დანიშნა რევაზ საყევარიშვილი (იმედის ყოფილი დირექტორი). მოქმედი მენეჯმენტის უფლებამოსილება შეჩერებულია. ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ “იმედი”. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიქტატურის დამყარებას!”, – წერს ნიკა გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები