20/30-ის ინიციატივით, ხვალ ფორუმი გაიმართება
საზოგადოება 20/30-ის ინიციატივით, ხვალ სასტუმრო „თბილისი მერიოტში” რიგით მეორე ფორუმი გაიმართება.
ფორუმის თემაა “საქართველოს ეკონომიკა – მიღწევები და გამოწვევები (მიღწევები, პრობლემები, რისკები, პერსპექტივები) (საერთაშორისო ექსპერტიზის შედეგები).
ფორუმში მონაწილებას მიიღებენ ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები, პროფესიული და აკადემიური წრეები, ოფიციალური პირები.
ღონისძიების მხარდამჭერი და ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე”.