პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა მიმდინარეობს.
ილჰამ ალიევის ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.
ღონისძიებას აზერბაიჯანის დელეგაციასთან ერთად, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები ესწრებოდნენ.
ორი ქვეყნის ლიდერების პირისპირ შეხვედრის შემდგე, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც შედგება.
იგეგმება შეხვედრები პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს პატრიარქთან.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსაც შეხვდება.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.