ჯონ კირბი: აშშ ყურადღებით აკვირდება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას
აშშ ყურადღებით აკვირდება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
“ჩვენ “რუსთავი 2″-ის საკითხს ყურადღებით ვაკვირდებით და კვლავ მივადევნებთ თვალ-ყურს მოვლენების განვითარებას იმ სააპელაციო პროცესების შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა, თბილისის სასამართლოს ვერდიქტს მოჰყვეს”, – განაცხადა კირბიმ.
მისი თქმით, აშშ მიესალმება მხარეების მშვიდ და თავშეკავებულ რეაქციას სასამართლოს პირველად გადაწყვეტილებაზე.
“მედიის თავისუფლება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა – დემოკრატიის აუცილებელი საფუძველია, საქართველოს ევტოატლანტიკური ინტეგრაციისთვის კი – გადამწყვეტია”, – განაცხადა ჯონ კირბიმ.