ოპერა „დაისი“ კონსერვატორიის დიდ დარბაზში
10 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი წარმოგიდგენთ ზ. ფალიაშვილის ოპერა „დაისს“. კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში 19.00 საათზე დაიწყება.
წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ: ლიანა კალმახელიძე, ელენე ჯანჯალია, თეიმურაზ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე, გია ასათიანი, თამაზ საგინაძე. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის თეატრის გუნდი და ორკესტრი, – დირიჟორი რევაზ ტაკიძე.
ოპერის პრემიერა 1923 წლის 19 დეკემბერს თბილისში შედგა. „დაისის“ წარმატებულ პრემიერას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ლეგენდარულმა მომღერალმა ვანო სარაჯიშვილმა, რომელიც მალხაზის როლს ასრულებდა. ზაქარია ფალიაშვილის უკვდავმა ოპერამ „დაისი“ პირველივე წარმოდგენიდან დაიმკვიდრა მუდმივი ადგილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეპერტუარში.