კომედიური და საბავშვო მხატვრული ფილმების სცენარის დასაფინანსებელ კონკურსში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა

ეროვნული კინოცენტრის მიერ 2015 წელს კომედიური და საბავშვო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტები გამოავლინეს:
1.”სიზმარვიზია” (პროდიუსერი – ფ/პირი თამარ სხვიტარიძე, სცენარის ავტორი -პაატა ამონაშვილი). 2.”გაუმარჯოს” (პროდიუსერი – შპს „ვარს სტუდიო”, სცენარის ავტორი – გიორგი ვარსიმაშვილი). 3.”გაცხადებული სიზმარი” (პროდიუსერი – ააიპ „საავტორო ფილმების სტუდია”, სცენარის ავტორი -ზურაბ ინაშვილი). 4.”კოსტას კანტორა” (პროდიუსერი – შპს „სტუდიო 99, სცენარის ავტორები – ნანა ჯორჯაძე, თამარ ბართაია). 5.”რაგბი ლელო” (პროდიუსერი – ააიპ „პილოტები”, სცენარის ავტორები – დავით ქემხაძე, თამარ სულამანიძე). 6.”როგორ გაჩნდნენ ციცინათელები” (პროდიუსერი – შპს „5 პერსონს სტუდიო”, სცენარის ავტორი – სალომე ბენიძე). თითო პროექტი დაფინანსდა 10 000 (ათი ათასი) ლარით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები