მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შეხვედრა და ღონისძიება როგორც პეკინში, ასევე შანხაიში.
მიხეილ გიორგაძე შეხვდება ჩინეთის კულტურის მინისტრს ლუო შუგანგს (Luo Shugang). მხარეები ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავენ და ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომელიც ქვეყნებს შორის 2016-2019 წლებში კულტურის სფეროში აქტიურ თანამშრომლობას გულისხმობს.
დაგეგმილია, ასევე შეხვედრები ჩინეთის კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ჩინეთის სხვადასხვა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან. მინისტრი ასევე შეხვდება ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე მოინახულებს ჩინეთის ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის ჩინეთის დიდ კედელს, ასევე ქვეყნის ნაციონალურ და ხელოვნების მუზეუმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები