ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილით იმედგაცრუებულია

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ ივანიშვილი ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

“გარკვეული იმედგაცრუება მე მივიღე. მას პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა, ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ”, – აცხადებს ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შესვლის გამოც აკრიტიკებს.მისი თქმით, მარგველაშვილი გუნდიდან ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე იყო პრეზიდენტის სასახლის ათვისებისა მანამდე, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა.
ყოფილი პრემიერის განცხადებით, მან არ იცის, თუ რატომ გახდა ახალი პრეზიდენტის ფავორიტი ვანო მაჭავარიანი, რომელიც ამჟამად საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველია.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები