თბილისის თანამედროვე ხელოვნების VIII საერთაშორისო გამოფენა – არტისტერიუმი გაიხსნება

თბილისის თანამედროვე ხელოვნების VIII საერთაშორისო გამოფენა – არტისტერიუმი, 6 ნოემბერს, 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება. არტისტერიუმი ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც ქართველი და უცხოელი მხატვრების გამოფენებს, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს აერთიანებს. 2015 წლის „არტისტერიუმი“ თემად პოპულარული სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საკომუნიკაციო ენას იყენებს. „რას ფიქრობ?” – შეკითხვაა, რომელსაც ქსელის მომხმარებელი საკუთარ კედელზე სტატუსის განახლებისას პასუხობს. ვირტუალურ კედლებზე ადამიანები მათი ცხოვრების საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დეტალებს „ფენენ“, გვამცნობენ საკუთარ დამოკიდებულებას პოლიტიკური, სოციალური, გენდერული, კულტურული, საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის პრობლემების მიმართ, გვიზიარებენ, მათი აზრით, საინტერესო მბულებს, იმიჯებს, რეაგირებენ ამა თუ იმ მოვლენაზე.
ღონისძიების ძირითადი სივრცეებია: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმი, ევროპის ახლი, მოძრაობის თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, გალა გალერეა, გალერეა „კონტეინერი“, პროექტი ArtBeat-ის მოძრავი გალერეა სავაჭრო ცენტრ East Point-თან.
მონაწილე ქვეყნები: საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, პოლონეთი, ნიდერლანდები, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, ფინეთი, ლიტვა, უკრაინა, რუსეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები