გიორგი ქადაგიძე: ლარს გამყარების ტენდენცია ექნება

გაცვლითი კურსის პირობებში მოკლევადიანი მერყეობა ნორმალურია,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გირგი ქადაგიძემ ისაუბრა. მისი თქმით, გაცვლითი კურსის პირობებში მოკლევადიანი მერყეობა ნორმალურია.
“ლარის კურსთან დაკავშირებით შემიძლია გავიმეორო კიდევ ერთხელ იგივე, რომ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ლარის მეტ მერყეობას არ ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი, გაცვლითი კურსის პირობებში მოკლევადიანი მერყეობა ნორმალურია. უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს გამყარების ტენდენცია ექნება “, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები