რას აცხადებს ნუგზარ წიკლაური ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით

“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნუგზარ წიკლაური უკრაინული სააგენტოს მიერ მისი და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.
“არ მინახავს, რა ჩანაწერი გავრცელდა, არ მომისმენია, დაახლოებით ერთ საათში მივალ ოფისში, მოვისმენ რა ჩანაწერია და მერე გავაკეთებ კომენტარს“, – განუცხადა “კვირას“ ნუგზარ წიკლაურმა.
უკრაინული საიტი http://uarevo.in.ua/ კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ავრცელებს. ამჯერად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმცირესობის ერთ-ერთ წევრს, ნუგზარ წიკლაურს ესაუბრება.
წიკლაური და სააკაშვილი აუდიოჩანაწერში „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საუბრობენ. წიკლაური ექსპრეზიდენტს დეტალურად უყვება, როგორ ახდენენ ხალხის მობილიზებას. უმცირესობის დეპუტატი საუბარში აღნიშნავს, რომ სამეგრელოდან 50 ყოფილი სპეცრაზმელიც ჩამოჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები