იან კელი: საბოლოო მიზანია, ხელი შეეწყოს “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული პროცესის გამჭვირვალობას
საბოლოო მიზანია, ხელი შეეწყოს “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული პროცესის გამჭვირვალობას და სათანადო სააპელაციო პროცედურას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ, საკონსტიტუციო სასამართლოსა და “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს სწამს არა მხოლოდ მედიის დამოუკიდებლობის, არამედ სასამართლოს დამოუკიდებლობისაც. ძალიან ზოგადად ვისაუბრებ – ჩემი აზრით, საბოლოო მიზანია, ხელი შეეწყოს “რუსთავი 2″-თან დაკავშირებული პროცესის გამჭვირვალობას და იმ თვალსაზრისით, რომ ხელი შეეწყოს სათანადო სააპელაციო პროცედურას, ეს ძალიან კარგია”, – განაცხადა იან კელიმ.
საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის და ტელეკომპანია „საქართველოს“ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება შეაჩერა.