ირაკლი ღარიბაშვილი კალლე პალლინგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კალლე პალლინგს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებები, რეფორმების მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, გათვალისწინებულ სარგებელზე. ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.