ალექსანდრ ფლორენსკის „ქართველ ლამაზმანებს“ გალერეა „ბაია“ უმასპინძლებს
ალექსანდრ ფლორენსკის პერსონალურ გამოფენას – „ქართველი ლამაზმანები“ გალერეა „ბაია“ უმასპინძლებს. გამოფენა 6 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება. დამთვალიერებელი ხელოვანის 30 ფერწერულ პორტრეტს და 100-ზე მეტ ნახატს იხილავს.
ალექსანდრ ფლორენსკი ამბობს: „ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან. დიდხანს ვითმენდი მათ სილამაზეს, მაგრამ 2015 წლის გაზაფხულზე ვეღარ გავუძელი ამ ცდუნებას და დავიწყე ქართველი ლამაზმანების ხატვა. რასაკვირველია, ყველა ლამაზმანის დახატვა ვერ შევძელი, ვხატავდი მხოლოდ მათ, რომლებსაც ვიცნობ. მიუხედავად იმისა, რომ მე, ორი წელი ვსწავლობდი საბავშვო სამხატვრო სკოლაში, შემდეგ 2 წელი სამხატვრო სტუდიაში და 5 წელი სამხატვრო აკადემიაში, სადაც ყველა ცდილობდა, პორტრეტის ხატვისას ესწავლებინა ჩემთვის მიმეღწია მსგავსებისათვის, მე ეს მაინც ვერ ვისწავლე… ამიტომ, მეუხერხულება პორტრეტებზე მივუთითო მოდელის სრული სახელი და გვარი, რადგან აქ მსგავსებაზე არ არის ლაპარაკი… მე მათ პოლიტკორექტურად ვუწოდებ „თამარა გ-ს პორტრეტი“, „მაკა ჯ-ს პორტრეტი“ და ა.შ.“