გრიბოედოვის თეატრში პრემიერა გაიმართება

7 და 8 ნოემბერს 18:00 საათზე ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დიდ სცენაზე პრემიერა გაიმართება. მაყურებელი ამჯერად ნ. გოგოლის „რევიზორს“ იხილავს. ეს გახლავთ ფანტასმაგორია ორ მოქმედებად, რომელიც სრულიად განსხვავდება მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესის კლასიკური ინტერპრეტაციისგან. დამდგმელი რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი სპექტაკლის საკუთარ ხედვას წარმოგვიდგენს. „ჩვენ – ყველანი ერთ ხაფანგში ვართ და გამოსავალი არ არის…“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები