“არ მსურს, ჟურნალისტებმა კიდევ დასვან კითხვები და მინდა, ბოლოსდაბოლოს ეს თემა სამუდამოდ დაიხუროს!”

ქართველი ბიზნესმენი და “რუსეთში ქართველთა კავშირის” პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია “რუსეთში ქართველთა კავშირის” მიერ გაწეული საქმიანობისა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“ძვირფასო მეგობრებო, მსურს მცირე ექსკურსით “რუსეთში ქართველთა კავშირის” შესახებ გიამბოთ და არ მსურს, ჟურნალისტებმა კიდევ დასვან კითხვები და ბოლოსდაბოლოს ეს თემა სამუდამოდ დაიხუროს!
– პირველი ღონისძიება – ლუჟკოვის წიგნის – “სიყვარულის შესახებ” გამოცემის პრეზენტაცია იყო პომპეზური;
– კობზონის ტურის ორგანიზება თბილისში მინინის და ელისეევის გუნდით (300 კაცი);
– რუსეთში საქართველოს საელჩოს შენობის გარემონტება (დაახლოებით 600 ათასი აშშ დოლარი);
– საქართველოსა და რუსეთის ვეტერან ფეხბურთელთა საფეხბურთო მატჩის ორგანიზება, სადაც ერთ ტაიმში მერი ლუჟკოვი ქართველების მხარეს თამაშობდა, მეორე ტამში – რუსეთის ნაკრების! ანგარიში – 4:4. მატჩის შემდეგ თამადა მაესტრო სპივაკოვი იყო! ამის შემდეგ ქართულმა მედიამ ფეხბურთელები სულელებად, მე კი მოღალატედ და პერსონან ნონ-გრატად გამოგვაცხადეს.
– მაესტრო ბასილაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი მუსიკის სახლში! წამყვანები: კობზონი და კანდელაკი!
– „ერისიონი“;
– რობერტ სტურუას სპექტაკლი “ქარიშხალი”;
– ქართული ენის კურსები (უფასო);
– ორი ქართული სკოლის და საბავშვო ბაღის მუდმივი მხარდაჭერა! ავტობუსები და საჩუქრები, რემონტი, კომპიუტერები და ა.შ.
– “რუსეთში ქართველთა კავშირის” სადისკუსიო კლუბში: ნოღაიდელის სკანდალური შეხვედრა დიასპორასთან, შეხვედრა დიდ მელორ სტურუასთან, (რომელმაც გაიხსენა, როგორ მოუგო მან ბილიარდი თვით სტალინს, რეზო ჩხეიძეს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს და ბევრ სხვა ცნობილ ადამიანს!
– “რუსეთში ქართველთა კავშირის” სტიპენდიანტები: მათგან რამდენიმე მსოფლიოში ცნობილი გახდა!
– “რუსეთში ქართველთა კავშირის” ცნობილი ყრილობა რუსეთის პრეზიდენტის მისალმებით!
– მახსოვს, როგორ დაპირდა საქართველოს ხელისუფლება გვერდწითელს მხარდაჭერას, თუ ის ბათუმში მიშელ ლე გრანდს მიიწვევდა! საბოლოოდ მიატოვეს და მის ჩასაყვანად 60 ათასი აშშ დოლარი გადავიხადე!
– ავადმყოფების მუდმივი დახმარება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ საქართველოში! ზარები ექიმებისგან, რომლებიც საქართველოდან ჩამოსულებს მკურნალობდნენ! მათ უფასოდ უფლება არ ჰქონდათ, ამიტომ გვიწევდა გადახდა! მაგალითად, ანზორ ხუბუტიამ რამდენჯერმე დამირეკა!
– თავად დავუკავშირდი როსტოვის გუბერნატორს და უკრაინიდან დევნილების დახმარება შევთავაზე! მან “რუსეთში ქართველთა კავშირის” დახმარება სიამოვნებით მიიღო!
– მუდმივი დახმარება შორეული აღმოსავლეთის ხანძრის შედეგად დაზარალებულებს!
– ახალგაზრდული ფრთა და მუდმივი შეხვედრები: მიტროპოლიტ ილარიონთან, ზურაბ წერეთელთან, ისტორიის გაკვეთილები, სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებები, წვრთნები და ა.შ.
– ოლიმპიადის ნაკრების დახმარება, დიდი მადლობა ბატონ ხაბელოვს! მე მაქვს სოჭში ოლიმპიური სოფლის მშენებლობაც შევთავაზე!
– ახალგაზრდების ჩამოსვლა საქართველოდან, რომელთაც თბილისის აეროპორტში მოღალატეებად მოიხსენიებდნენ! ექსკურსიები, სტუმრობა უნივერსიტეტებში, საუკეთესო რესტორნებში, შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რუსეთის საპატრიარქოში მაღალ დონეზე!
– მხატვრული ფილმი “ხატი”;
– “პოკლონაია გორაზე” ქანთარიას და ეგოროვის ძეგლი! (ერთ-ერთი საუკეთესო მოსკოვში) კონკურსსა და ძეგლის გახსნაში ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდა!
– ყოველწლიური “თბილისობა”;
– მხიარულთა და საზრიანთა გუნდი, რომელიც უმაღლეს ლიგაში მეოთხედფინალში გავიდა, მსგავსი რამ ისტორიაში არ ყოფილა, ახალგაზრდებს ათასობით რუსმა დაუჭირა მხარი.
– ქართული ეკლესია: სადაც საქართველოს წარმომადგენელი იყო “ნაცმოძრაობიდან” გვარად ჭანტურია! ხელმძღვანელი “ნაცმოძრაობიდან” – სტურუა, რომლებმაც ანტირუსული პროკლამაციები გაავრცელეს (ჩვენ ისინი რემონტის დროს აღმოვაჩინეთ), სხვა შეხედულების მრევლს იქ უბრალოდ არ უშვებდნენ! როდესაც მათ იქედან წასვლა ვთხოვეთ, სტურუა მღვდლებს იარაღით ემუქრებოდა, ვიდრე არ გაიგო, რომ ამის უკან მე ვიდექი! ამის შემდეგ დაიწყო ეკლესიის აღორძინება, მრევლის ოდენობა ათასობით მეტი გახდა, დავიწყეთ რემონტი, ჩვენ ყველა ფიზიკურად ვშრომობდით და გადმოგვცეს ტექნიკუმის შენობა, რომელიც ქართველი მეფეების მიერ იყო აგებული.
და ეს არის იმის 50%, რაც ჩვენ გაგვიკეთებია!

ახლა სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ:

ანონიმი წერს, რომ მე მას ვხდებოდი! დიახ, მე მას 6-ჯერ თუ 7-ჯერ შევხდი! კამათამდე მე მან მთხოვა, საქართველოსთვის რამე გამეკეთებინა! ერთ-ერთ შეხვედრას ჩემი უფროსი შვილი ესწრებოდა, რომელმაც სიცილი ვერ შეიკავა იმის გამო, თუ როგორ ჭამდა სააკაშვილი სიმინდს! კამათის შემდეგ მე უკვე პერსონა ნონ-გრატა გავხდი! მე უბრალოდ ჩემი პოზიცია გამოვხატე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე! როდესაც ის მოსკოვში ჩამოვიდა და დიასპორას შეხვდა, ჩემთვის ბუნებრივია, არ უთქვამთ!

08.08.08-ის ომის შემდეგ მე ტელევიზიით გამოვედი! ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს ეს უნდა გაეკეთებინა! თბილისი ხარობდა, სააკაშვილმა დაარწმუნა, რომ მან გაიმარჯვა, როცა პატრიარქს ცხედრები გამოჰქონდა.

09.08.08-ში ჩემ ძმას საქართველოში ყუმბარები და ნარკოტიკი “უპოვეს”.

სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მე ვთქვი ასეთი ფრაზა, რომელიც შევიდა ისტორიაში და დღის იუმორად იქცა: “თუ სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩება, მსოფლიოს დიდხანს ეგონება ჰალსტუხი ქართული ეროვნული კერძი!”

2008 წლის ნოემბერში ჩემი ინიციატივით ერთმა მეგობარმა სააკაშვილთან შეხვედრის ორგანიზება გააკეთა. შეხვედრა დაინიშნა მიუნჰენში, ორ საათით ადრე კი გარმიშში მიგვიწიეს! შეხვედრაზე ოთხნი ვიყავით: სააკაშვილი, ვაშაძე, ჩემი მეგობარი და მე! ჩემმა მეგობარმა მათ ყვირილით უთხრა კიდეც, რომ რუსეთის გარეშე მათი ბოლო იყო! – უშედეგოდ! ვაშაძემ მკაფიოდ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მასზე გავლენა ჰქონდა! ბოლოს მე მას ვუთხარი, რომ ყველას ჰყავს ოჯახი და ახლობლები, რომლებიც დადიან ევროპაში! ჩემი ძმა არაფერ შუაში იყო! რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემი ძმა გაათავისუფლეს, თუმცა ყოველთვე დადიოდა სასამართლოში, რომელიც უსასრულოდ გრძელდებოდა! 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სასამართლომ ის გაათავისუფლა!

“საბაკაშვილი” ჩემი ბრენდია, რის გამოც 2007 წელს თითქმის მთელი საქართველო მლანძღავდა!

მსურს, “ანონიმს” და მის პატრონს ვუსურვო, იმის 10% მაინც გააკეთო, რაც მე გამიკეთებია! თუ ადამიანი სამშობლოს ღალატობს, მეორე სამშობლოსაც უღალატებს, დედას და მამასაც გაყიდის!”, – აღნიშნულია ხუბუტიას განცხადებაში.

წყარო: “ფრონტნიუსი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები