გიორგი კვირიკაშვილი: აშშ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს

აშშ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს აქვს დიდი პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველო ამერიკის სტრატეგიული დიალოგის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
საქართველო – ამერიკის სტრატეგიული დიალოგის პლენარული სესიის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ასევე საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გაძლიერებას.
მისი თქმით, აშშ-საქართველო სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე მაღალი დონის დიალოგი ხელს უწყობს ამ ძალისხმევას.
„საქართველო, სტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე, წარმოადგენს „ჭიშკარს“, რომელიც აკავშირებს ევროპას აზიასთან, კასპიის ზღვასთან და ცენტრალური აზიის რეგიონთან. ამასთან დაკავშირებით, მინდა მადლობა გადავუხადო USAID-ს დახმარებისთვის და მაღალი დონის მონაწილეობისთვის „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ სტრატეგიული ინვესტიციის მნიშვნელობას განათლების სფეროში, მადლობა 140 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციისთვის „მილენიუმის” მეორე კომპაქტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიების დონის ამაღლებას, ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო გაცვლითი პროგრამები”, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბლინკენის განცხადებით, საქართველო ბევრს აკეთებს საკუთარი გლობალური ეკონომიკური როლის გაძლიერებისთვის.
საქართველოში ჩატარდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სამთავრობო და საკანონმდებლო რეფორმები.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგი წარმოადგენს ორ მაგალითს, თუ როგორ იყენებს საქართველო თავის შესაძლებლობას, უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა. უფრო მეტიც, საქართველოს სტრატეგიულად ხელსაყრელ მდებარეობას, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, ხელი შეუწყო ევროკავშირთან „ასოცირების შესახებ შეთანხმების“, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, გაფორმებამ”,- განაცხდა ბლინკენმა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა წარმატებული თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, განსაკუთრებით გამოყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები