გიორგი კვირიკაშვილი „რუსთავი 2“-ზე: აჟიტირების ხარისხმა დაბლა უნდა დაიწიოს

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირკაშვილი სასამართლო განაჩენის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მისი თქმით, „რუსთავი 2“-ში ძალით შესვლას არავინ აპირებდა და აჟიტირების ხარისხმა დაბლა უნდა დაიწიოს.
„ჩვენ მოვუწოდეთ ყველა მხარეს, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულად წარმართულიყო ეს პროცესი. არ მგონია, რომ ვინმე აპირებდა ტელევიზიაში ძალით შესვლას და, საერთოდ, მგონია, რომ აჟიტირების ხარისხმა დაბლა უნდა დაიწიოს და კონსტრუქციულ, იურიდიულ პროცესს უნდა დაუბრუნდეს. ჩვენ ვართ იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომ ასე ღირსეულად წარვმართოთ ჩვენს ქვეყანაში ყველა იურიდიული პროცესი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ასევე, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, შეაჩერა იმ მუხლის მოქმედება, რომელიც დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთი საფუძველი გახდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები