გიორგი კვირიკაშვილი ჯონ მაკკეინს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.
“მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯონ მაკკეინს საქართველოს მხარდაჭერისა და მტკიცე მეგობრობისთვის, რასაც ის წლების განმავლობაში იჩენს ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.